საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ წლევანდელი წელი არც თუ ისე ურიგოდ დაიწყო, გასული წლის საუკეთესო სპორტსმენები, მსაჯები, მწვრთნელები და სხვადასხვა ნომინაციებში დააჯილდოვა, ხოლო ამის მერე, 5-7 თებერვალს, ევროპის რიგით 43-ე ჩემპიონატზე იასპარეზა ჩვენმა ნაკრებმა კადეტებსა და იუნიორებში. 48 ქვეყნის 1000-ზე მეტი სპორტსმენ ასპარეზობდა, მათ შორის ჩვენი ნაკრები 11 სპორტსმენით წარსდგა ამ მეტად მნიშვნელოვან ჩემპიონატზე.
ფედარაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ჩემიპონატი პრესტიჟულია და აქ მონაწილეობაც უკვე მიღწევაა, ჩვენმა ფედერაციამ კი 11 სპორტსმენი წარადგინა, რაც საკმაოდ ბევრია მსგავს სპორტულ მარათონში.
`ევროპის ამ ჩემპიონატზე ფორტუნამ ნაკლებად გაგვიღიმა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სპორტსმენებს კარგი მომზადება ჰქონდათ, მაინც ვერ შევძელით მეტი მედლის მოპოვება, რადგან ყველა ქვეყანას საკუთარი პირველი ნომრები ჰყავდა ჩამოყვანილი, მეტად გამოცდილი და ტიტულოვანი. ამას ისიც ერთვოდა, რომ მსაჯებს ბევრი რამ გამორჩათ მხედველობიდან და შედეგიც ცუდი დაგვიდგა. ამიტომ, ამჯერად მხოლოდ ერთ მედალს დავჯერდით. მიუხედავად ყველაფრისა დიმა კუჩერენკომ თავიც ისახელა და საქართველოს. თუმცა, აქაც იყო პრობლემა, რომ კუჩერენკომ შეცდომა დაუშვა და ეს არ აპატია მეტად გამოცდილმა მეტოქემ, ძალიან მაღალი ოსტატობით სათავისოდ გამოიყენა… კუჩერენკოს მთელი ფინალი თავისი დიდი უპირატესობით მიჰყავდა, მცირე შეცდომა და, როგორც გითხარით, კუჩერენკომ დათმო ოქროს მედალი – ვერცხლს დასჯერდა. ერვოპის ასსეტ ჩემპიონატზე თუნდაც ერთი ვერცხლის მედალი საკმაოდ დიდი წარმატებაა და ვულოცავ დიმა კუჩერეკოს და სრულიად საქართველოს”, _ განაცხადა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეს-მდივანი