amerika2017 წლის აშშ-ის ფინანსური დოკუმენტის თანახმად, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მიმართული ასიგნებებიდან, 952 მილიონი დოლარი, უპირველესად უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასკენ არის ორიენტირებული.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სპეციალურად ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
კითხვაზე, თუ კონკრეტულად რა პროგრამებს და ნაბიჯებს ითვალისწინებს ბიუჯეტით გამოყოფილი თანხა, რომელიც რუსეთის მიმართ აშკარა არამეგობრულ ხასიათს ატარებს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მსგავსი ასიგნაციები უპირველესად უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასკენ არის ორიენტირებული. მისი თქმით, ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც მოხმარდება.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ამ ტიპის ფინანსური მხარდაჭერა ჩამოთვლილი ქვეყნების სამხედრო პოტენციალის გამყარებას და გაძლიერებას ითვალისწინებს.
მომხსენებლის თქმით, აშშ-ს ბიუჯეტში „რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“ გამოყოფილი თანხები კანონის უზენაესობის გამყარებას, ანტიკორუფციული რეფორმების გატარებას, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას, ფინანსური რეფორმების მხარდაჭერას, ვაჭრობისა და ეკონომიკურ დივერსიფიცირებას და განსაზღვრულ თავდაცვით შესაძლებლობებს მოხმარდება.
მთლიანობაში, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, 2017 წელს აშშ 4.3 მილიარდ დოლარს დახარჯავს. აშშ-ს სამხედრო უწყება ვარაუდობს, რომ აღნიშნულ თანხა ნატო-ს მოკავშირეების გაძლიერებას და ევროპაში ამერიკელი სამხედრო კონტიგენტის გაზრდას მოხმარდება.
ქვეყნის ბიუჯეტი თეთრი სახლის ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო სამმართველოს საიტზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აშშ მოკავშირეებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო მხარდაჭერას გაუწევს.