17 საათის წინ
“ყველაფერი გაკეთდება, რომ ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს, შევინარჩუნოთ”
18 საათის წინ
,,პოპულარობით მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა სარგებლობს“- „ბიბლუსი“
19 საათის წინ
საკრებულოში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე რეკომენდაციები განიხილეს
19 საათის წინ
ირაკლი კობახიძე: უმრავლესობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
19 საათის წინ
ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი: ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ ინტერესს განაპირობებს

შსსშსს-მ ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე თბილისში დააკავა

თბილისის ინტერპოლის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ანკარის ინტერპოლის მიერ 2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ე. ჩ. თბილისში დააკავეს.

ე. ჩ. დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N765 კოდექსის 449/1, 51/2, 59,2 მუხლებით და N5275 კოდექსის 107/12,13a მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც  მკვლელობას გულისხმობს.

დაკავებული გადაყვანილია  თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში. ამჟამად ე. ჩ. მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

 

 

(Visited 11 times, 1 visits today)

კომენტარები