Ohood Al Roumi

,,მისი საქმე ის იქნება, რომ სამთავრობო სტრუქტურებს მისცეს ბიძგი, შექმნან სოციალური კეთილდღეობა და საყოველთაო კმაყოფილება“ – თქვა არაბთა გაერთიანებული საამიროების  პრემიერ-მინისტრმა შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტოუმმა. მისი თქმით, მისი სურვილია, რომ  ემირატები მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყნად აქციოს უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში.

სწორედ ამ პროცესის ნაწილია მისი ახალი ინიციატივა –   ქვეყანას ახალი მინისტრი – ,,ბედნიერების მინისტრი“  ეყოლება და ამ პოსტს 22 წლის ოჰუდ ალ რუმი დაიკავებს.

შეიხმა აღნიშნა, რომ ბედნიერება სურვილზე მეტია და ის გეგმების, პროექტებისა და პროგრამების გარეშე ვერ შიქმნება. სწორად ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალი სამინისტრო შეექმნა, ხოლო ოჰუდ ალ რუმის ახალგაზრდებთან ურთიერთობებისთვის ახალი გზების გამონახვა და ქვეყნის მთავრობის თანამედროვე აზროვნებით გამრავაფლეროვნება დაევალება.

,,ახალი მინისტრი მომავალზე, ახალგაზრდების განვითარებაზე, განათლებაზე, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლასა და ბედნიერებაზე იქნება ორიენტირებული” – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

წყარო: www.time.com

ნატალია ჯალაღონია

 

(Visited 112 times, 1 visits today)

კომენტარები