1 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
1 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
1 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
1 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
1 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

stonterbergiნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა.

„ეს წუთია დავასრულეთ ნატო-საქართველოს კომისიის ძალიან კარგი შეხვედრა. საქართველო ახორციელებს რეფორმებს, რითაც კიდევ უფრო უახლოვდება ნატოს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ნატო მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე. დღეს ერთად მიღწეული პროგრესი შევაჯამეთ. ჩვენი დახმარების არსებითი პაკეტი აძლიერებს საქართველოს თავდაცვას და მის შესაძლებლობას, იმუშაოს ნატოს ძალების მხარდამხარ. მაისში ჩვენი ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი თბილისში პირველ ქართულ ასეულს მოამზადებს – ეს კარგი ამბავია. კვლავ ვეძებთ ახალ პრაქტიკულ გზებს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის გასაძლიერებლად. საქართველო ერთგულად მიჰყვება ამბიციური რეფორმების გზას. მოკავშირეებმა დღეს მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი უმნიშვნელოვანეს სფეროებში, კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ჩათვლით. ყველა მოკავშირე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეცვალოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება. აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს ნაწილია. ჩვენი ინტერესი საქართველოს მიმართ ძლიერია. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს თავდაცვის მშენებლობაში და ხელს ვუწყობთ რეფორმების პროცესს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

(Visited 28 times, 1 visits today)

კომენტარები