2013 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4713 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

“საქსტატის” ცნობით, აღნიშნული ციფრი წინა წლის მაჩვენებელზე 3 პროცენტით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ექსპორტი 1236 მლნ აშშ დოლარი იყო (9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3477 მლნ აშშ დოლარი (7 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ–ივნისში 2241 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დაზუსტებული მაჩვენებლები 24 ივლისს გამოქვეყნდება.

16.07.13

Please follow and like us: