განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი სიგუამ დღეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
როგორც განათლების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ამ მემორანდუმით ორ უწყებას შორის სერიოზული პარტნიორობა იწყება.
“მინისტრობის ბოლოს სასიამოვნო შეთანხმებას მოვაწერე ხელი და იმედია ეს თანამშრომლობა გაგრძელდება ეფექტურად”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუას განცხადებით, მემორანდუმი გულისხმობს ახლო თანამშრომლობას განათლების სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს შორის.
“თანამშრომლობის მიზანია ქვეყნისთვის შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულებების, მოსწავლეების და სტუდენტებისთვის ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობიერების ამაღლება, რაც მომავალი თაობისათვის მოგზაურობისა და ტურიზმის კულტურის დანერგვას ადრეული ასაკიდანვე დაეხმარება”, – აღნიშნა გიორგი სიგუამ.
16.07.13