kaladzeენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ირანში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირანის ენერგეტიკის, საგარეო საქმეთა მინიტრებთან და ვიცე-პრემიერთან გამართავს შეხვედრებს.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ირანი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საქართველო ბუნებრივი აირით მოამარაგოს.

“ირანის ელჩმა განაცხადა, რომ ის გამოთქვამს მზადყოფნას საქართველო ბუნებრივი აირით მოამარაგოს. ამ თემის ირგვლივ, კონკრეტიკაზე საუბარი არ ყოფილა. მხოლოდ 2 გზით არის შესაძლებელი ირანიდან გაზი შემოვიდეს. ეს შესაძლებელია აზერბაიჯანიდან და სომხეთის გავლით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ირანიდან შემოტანილი ბუნებრივი აირის ღირებულებას, ენერგეტიკის მინისტრმა კონკრეტული თანხის დასახელებისგან თავი შეიკავა.

(Visited 5 times, 1 visits today)

კომენტარები