gvenetadze nino_gvenetadzeიუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი – კენჭისყრა დასრულდა. როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ განუცხადა, 30 ვაკანტურ ადგილზე გამწესდა 22 მოსამართლე, 8 ადგილი კი კვლავ ვაკანტური დარჩა.

“დღეს დამთავრდა კონკურსის მესამე ეტაპი, ანუ კენჭისყრა. კენჭისყრის შედეგად საერთო სასამართლოების სისტემაში 30 ვაკანტურ ადგილზე 22 მოსამართლე გამწესდა, მათგან 8 არის ყოფილი მოსამართლე, 3 – იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული და 11 მოქმედი მოსამართლე. ვაკანტური დარჩა 8 ადგილი”, -განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

(Visited 40 times, 1 visits today)

კომენტარები