1 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

რეგიონალური განვითარების ნსამინისტროსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) ერთად ახალ საპილოტე პროექტს იწყებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანი სამინისტროსთვის ანტიკორუფციული ჩარჩო დოკუმენტის შექმნაა. “აღნიშნული პროექტი პირველი პრეცედენტია საჯარო სივრცეში და იგი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეფექტიანი მმართველობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება”, – აცხადებენ სამნისტროში. მათივე ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პირველი შეხვედრა შედგა. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, მოადგილე ეკა სეფაშვილი და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ხელძღვანელი პირები. შეხვედრაზე ახალი ანტიკორუფციული პროექტის შესახებ იმსჯელეს. “პროექტის ძირითადი მიზანი ამომწურავი ანალიზის საფუძველზე კორუფციის რისკების იდენტიფიცირება და იმ ინდიკატორების შემუშავებაა, რომელიც მიღწეული პროგრესის წარმატებულ მონიტორინგს უზრუნველყოფს”, – განმარტავენ სამინისტროში.

(Visited 21 times, 1 visits today)

კომენტარები