cd0948aragbie1fe124ff83be942a60582e58ქართველმა მორაგბეებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 29:3 დაამარცხეს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიასთან ევროპის ერთა თასის 2016 წლის გათამაშების მეორე ტურის მატჩი ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე გამართა.

მატჩში ლელოები გიორგი თხილაიშვილმა, მერაბ კვირიკაშვილმა, ზურაბ ჟვანიამ და ლევან შარიქაძემ დადეს. ამასთან, კვირიკაშვილის ანგარიშზე კიდევ ერთი საჯარიმო და 3 გარდასახვაცაა.

“ბორჯღალოსნები”, რომლებსაც მაქსიმალური – 10 ქულა აქვთ, რჩებიან ევროპის ერთა თასის სატურნირო ცხრილის სათავეში. 9-9 ქულა აქვთ რუსეთსა და რუმინეთს.

ტურნირზე მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 27 თებერვალს თბილისში, ვაკის სტადიონზე, ესპანეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

(Visited 7 times, 1 visits today)

კომენტარები