პირველი საზოგადოებრივი წიგნის კარადების შექმნის იდეა ბერლინურ კომპანია BAUFACHFRAU–ს ეკუთვნის. კარადების  დასამზადებლად წაქცეული ხეების ტანი გამოიყენეს.  ამის გამო ეწოდა პროექტს „წიგნების ტყე“. ახლა უკვე ნებისმიერს შეუძლია აიღოს წიგნი ამ „ტყიდან“ და ამით „წიგნების ქროსის“ პროგრამაში ჩაერთოს.

წესები მარტივია:

  • იღებთ წიგნს
  • რეგისტრირდებით პროგრამის საიტზე.
  • წიგნს აწერთ საიდენტიფიკაციო ნომერს და მას სადმე ტოვებთ, რათა მომდევნო მკითხველმა მიაგნოს. არ დაგავიწყდეთ საიტზე ამის შესახებ დაწერა, რათა

ხალხმა იცოდეს რომ თქვენი წიგნი პროგრამაში მონაწილეობს.

  • საიტზე თითოეულ წიგნს აქვს თავისი გვერდი, სადაც ყოველი მპოვნელი დაწერს თუ როგორ მოეწონა იგი, სად იპოვა, სად დატოვა ან ვის გადასცა.

წყარო: saintereso.com

მარიამ ფანჩულიძე

(Visited 63 times, 1 visits today)

კომენტარები