“თბილისის მიკროავტობუსი” მძღოლებს ზაფხულის პერიოდში, მარშუტზე მოძრაობის გადასახადს 20-30%-ით შეუმცირებს, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “თბილისის მიკროავტობისის” გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ზაფხულის სეზონის დადგომასთან და მგზავრთა ნაკადის კლებასთან დაკავშირებით, კომპანია “თბილისის მიაკროავტობუსი” მძღოლებს საზაფხულო მოსაკრებელს უწესებს, კერძოდ, მიკროავტობუსის მძღოლებისათვის მარშუტზე მოძრაობის გადასახადი 16 ივლისიდან ეტაპობრივად გაიაფდება და მძღოლებისთვის ეს ტარიფი 15 სექტემბრამდე იმოქმედებს.
დავით ასანიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული გადასახადი უკვე 200-ს მიკროავტობუსს შეეხო და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. მისივე თქმით, მგზავრთა ნაკადის შემცირებასთან ერთად, შესაძლოა, შემცირდეს თავად მიკროავტობუსების რაოდენობა.
დავით ასანიძის განცხადებით, ეს ყოველივე მგზავრობის ღირებულებაზე არ აისახება და მგზავრობის ტარიფი კვლავ 80 თეთრი დარჩება. ასანიძის თქმით, კომპანია ნულოვანი მოგებით მუშაობს და მხოლოდ 6 წლის შემდეგ შეუძლია კომპანიას მოგებაზე იმუშაოს.
16.07.13