1 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

Turqiaთურქეთმა რუსი ჟურნალისტებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესა. BBC-ის ცნობით, 15 თებერვლიდან რუს ჟურნალისტებს თურქეთში ჩასასვლელად ვიზის აღება დასჭირდებათ.

როგორც მოსკოვში მდებარე თურქეთის საელჩოში აცხადებენ, მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტის სპეციალური ვიზის აღება მოუწევთ. მსგავსი სახის ვიზის აღება რუსეთში მყოფ თურქ ჟურნალისტებსაც უწევთ.

რუსეთმა 1-ელი იანვრიდან თურქეთის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის მიზეზი გასული წლის 24 ნოემბერს თურქეთის გადაწყვეტილებით რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება გახდა. ოფიციალური ანკარის განცხადებით, რუსულმა საფრენმა აპარატმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რასაც რუსული მხარე უარყოფს.

მომხდარის შემდეგ რუსეთმა თურქეთს არაერთი ეკონომიკური სანქცია დაუწესა, მათ შორის რუსეთში შეზღუდა თურქული პროდუქციის იმპორტი და თურქეთის მიმართულებით ტურისტული საგზურების გაყიდვა აკრძალა.

(Visited 14 times, 1 visits today)

კომენტარები