1353000565_eka-beseliaპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით კონკრეტულ გარემოებებს არ იცნობს, თუმცა საქმეებთან მიმართებაში, რომლებიც არ ექვემდებარება საჯარო გახმაურებას, არსებობს კანონით გათვალისწინებული წესები, რომლებიც ყველამ უნდა დაიცვას.

მისივე განცხადებით  ათასობით უკანონო ჩანაწერი არსებობდა, რომლის დიდი ნაწილიც განადგურებულია, თუმცა  ძალიან ბევრი მასალა როგორც ეკა ბესელია აღნიშნავს თანამშრომლების მხრიდან არის გატანილი და ყველა ეს ქმედება არის დასჯადი.

„სააკაშვილი ასეთი ტიპის ჩანაწერებს აკეთებდა ყველაზე, ვინც იყო აქტიური და მისთვის მიუღებელი, მე მგონი პირველად არ გვესმის,”-აცხადებს ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

(Visited 32 times, 1 visits today)

კომენტარები