kulturissaministroთბილისის ერთ-ერთ ქუჩას ცნობილი ქართველი მეცნიერის, მთარგმნელისა და მწერლის, ბაჩანა ბრეგვაძის სახელი მიენიჭება.

როგორც “თბილისი თაიმსს” კულტურის სამინისტროდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ქართველი მეცნიერის, მთარგმნელისა და მწერლის, ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დამკრძალავი კომისია შეიქმნა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ბაჩანა ბრეგვაძის ოჯახთან შეთანხმებით, ცნობილ ქართველ მთარგმნელსა და მწერალს საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ.

კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ბაჩანა ბრეგვაძის სახელი მიენიჭება. ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.

(Visited 11 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*