დიასპორადღეს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე პოლონეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტს მარიამ მერაბიშვილს და ჩეხეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ თანამემამულეს სალომე ცუცქირიძეს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი გიორგი მერაბიშვილი.

აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა ახალგაზრდებს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა და სამომავლო პროექტები.

თავის მხრივ სტუდენტებმა სახელმწიფო მინისტრს, პოლონეთსა და ჩეხეთში მოქმედი ქართული დიასპორებისა და გასულ წელს შემდგარი “ახალგაზრდა ელჩების” პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ უამბეს.

გელა დუმბაძე მარიამ მერაბიშვილს სერთიფიკატი გადასცა, გლობალური დიასპორული კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში – “დიასპორელი ახალგაზრდა ლიდერების განვითარება” მონაწილეობისათვის.

(Visited 30 times, 1 visits today)

კომენტარები