ევროპა დომინანტურ ადგილს იკავებს მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსში. ინდექსის მიხედვით, ჩამონათვალში საუკეთესო 10 ქვეყნიდან 6, ხოლო საუკეთესო 20 ქვეყნიდან 10 – ევროპული ქვეყანაა. ეს ქვეყნები ძირითადად კონტინენტის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილიდან არიან, ექსპერტების შეფასებით, მათ გადალახეს კრიზისის შემდგომი პერიოდი და მოექცნენ კონკურენტუნარიანობის ინდექსის სათავეში.

ეკონომიკა და მსოფლიო

მიუხედავად ამისა, ევროპის აღმოსავლეთ და სამხრეთ ქვეყნების მდგომარეობა არასახარბიელოა. ჯერ კიდევ,  2007 წელს ინდექსში დაბალი მაჩვენებელი  ჰქონდათ სლოვენიას, პორტუგალიას, იტალიას, კვიპროსსა და საბერძნეთს. მათი მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი წლიდან წლამდე უფრო მცირდება, კრიზისული პერიოდის დაძლევა კი, ძალიან ჭიანურდება. მაგალითად, საბერძნეთი 140 ქვეყანას შორის, ბოლო 2015 წლის მაჩვენებლებით, 81-ე ადგილზეა.

ევროპის საუკეთესო 10 კონკურენტუნარიანი ქვეყნის რიგებს გარეთ მყოფი ქვეყნებიდან: საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, პორტუგალია და ესპანეთი, დაწინაურებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ნიშნებს ინარჩუნებენ. მაგალითისთვის, ამ ქვეყნებში პროგრესირებადია საბაზრო კონკურენტუნარიანობის დონე და შრომითი ბაზრის ეფექტურობა.

ევროზონის მონეტარული პოლიტიკა ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამაც შეცვალა ევროპის ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა. ფიქრობენ, რომ ბალტიის ქვეყნები უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი  შეინარჩუნონ სიმყარე ვიდრე, ცენტრალური და სამხრეთ ევროპის ქვეყნები.

metro-evropa

შვეიცარია, როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს საუკეთესო კონკურენტუნარიანი ეკონომიკის მქონექვეყანაა. ინდექსში უკვე მეშვიდე წელია საუკეთესო მაჩვენებლებით ლიდერობს. შვეიცარიამ, ექსპერტების შეფასებით, კრიზისის პერიოდში დრეკადობა აჩვენა, რაც გამოჩნდა ინდექსის 12-ივე კატეგორიაში საუკეთესო ქულების მინიჭებით. ინოვაციურობა, ბიზნესისა და შრომითი ბაზრის ეფექტურობა, ამ და დანარჩენ 7 კატეგორიაში შვეიცარიამ პირველი ადგილი დაიკავა. მიუხედავად არსებული წარმატებებისა, ქვეყანაში პრობლემები, რა თქმა უნდა, მაინც არსებობს. ჯერ კიდევ, გადაულახავია იმიგრაციის პოლიტიკა და ქალების ნაკლები წარმომადგენლობა.

გერმანია მნიშვნელოვანი ქვეყანაა ევროპისთვის. მისი მეორე ადგილი ნამდვილად დამსახურებულია. ქვეყანა მოწინავე ადგილს იკავებს ინოვაციების, კვლევისა და ტექნოლოგიების კატეგორიაში. წინა წელთან შედარებით შედეგები გაუმჯობესებულია ფინანსურ და შრომით საბაზრო პოზიციებზე,ასევე დაბალ საფეხურზეა და ვითარდება მაკროეკონომიკა.

ჰოლანდია და მისი ეკონომიკა გამოირჩევა ეფექტური სასაქონლო ბაზრით. ქვეყანა ხელს უწყობს საგანმანათლებლო სისტემის, ინფრასტრუქტურისა და ინსტიტუტების განვითარებას. მის სისუსტედ მიიჩნევენ  შრომით და ფინანსურ ბაზარს, რომელისთვისაც ჯერაც გადაულახავია ფინანსური კრიზისი.

ფინეთი ძლიერია თავისი ინსტიტუტებით, შესანიშნავი განათლების სისტემითა და ინოვაციებით. ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს შრომითი ბაზარი. თუმცა უმუშევართა რიცხვა 9,5%-ამდე აიწია, ქვეყნის მშპ 2008 წელთან შედარებით 6თ%-ით დაეცა გაიზარდა ვალი და მაკროეკონომიკური სიტუაცია კვლავ ჩიხშია.

შვედეთის ინსტიტუტები ტრანსფარენტული და ეფექტურია, ეს სკანდინავიისთვის დამახასიათებელია. ამ ქვეყანაში მნიშვნელოვნად ზრუნავენ ეკოსისტემაზე. შესანიშნავია შრომითი ბაზრის პოლიტიკა, კარგი ურთიერთობაა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.

მექვსე ადგილს დიდი ბრიტანეთი იკავებს. იგი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გამჭირვალე და საუკეთესო ინსტიტუტებით. ქვეყანაში მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სისტემის ეფექტურობა.ქვეყნის სისუსტედ ითვლება 2007 წლიდან დღემდე არსებული ვალები და მაკროეკონომიკური გარემო.

ნორვეგიას მთელს მსოფლიოში ყველაზე სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო აქვს. ამ ქვეყანაში შევხვდებით განვითარებულ საგანმანათლებლო სისტემა, ტექნოლოგიურ პროგრესს, ფინანსური ბაზრების განვითარებას და შრომითი ბაზრის ეფექტურობას.

დანია მეცხე და მეათე ადგილს იკავებს განათლების ხარისხსა და შრომითი ბაზის მოქნილობის კატეგორიაში. ფიქრობენ, რომ ყველაზე მთავარი რასაც დანიამ ყურადღება უნდა მიაქციოს არის ინფრასტრუქტურის განვითარება და სასაქონლე და ფინანსური ბაზრის ეფექტურობის გაზრდა.

ბელგია ოთხი წლის განმავლობაში ოთხი საფეხურით აიწია სკალაზე. ქვეყანა ძლიერია საჯარო სერვისებით, ძლიერია ჯანდაცვისა და განათლების სისტემები. ქვეყნის სისუსტედ მიიჩნევენ მაკროეკონომიკურ გარემოს და შრომითი ბაზრის ეფექტურობას, თუმცა ორივე მათგანის საგრძნობი განვითარება გასულ წელს დაიწყო.

ლუქსემბურგი ევროპაში მეათე, ხოლო მსოფლიოში მეოცე ადგილს იკავებს. ექსპერტების აზრით, ის მსოფლიოს წამყვანი ქვეყანაა ტექნოლოგიური პროგრესის თვალსაზრისით. ქვეყანაში წარმატების ხორციელდება კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობა. ლუქსემბურგი მეათე ადგილს იკავებს სასაქონლო ბაზრის ეფექტურობისა და ინსტიტუტების განვითარების კატეგორიაშიც. ორ სისუსტედ თვლიან, ჯანმრთელობისა და განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებს.

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე


(Visited 729 times, 1 visits today)

კომენტარები