kaladzeსაქართველოს ვიცე პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, აფხაზეთის ელექტრომარაგების პრობლემის გადაწყვეტის მიზნით რუსეთიდან დამატებითი მოცულობების შემოტანა გახდა საჭირო.
ამის შესახებ კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“სერიოზული საფრთხე შეექმნა ჩვენი თანამოქალაქეების ელექტროენერგიით უზრუნველყოფას აფხაზეთის ტერიტორიაზე. საქართველოში ელექტროენერგიის მზარდი მოხმარებაა, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზეც. შესაბამისად, წელს განსაკუთრებით მწვავედ დადგა აფხაზეთის ელექტრომომარაგების საკითხი, რადგან შემოსული წყლის რესურსის მცირე რაოდენობამ ვერ უზრუნველყო ენგურის და ვარდნილიჰესების მიერ საკმარისი რაოდენობის ელექტრომომარაგების გამომუშავება. რამდენიმე კვირაა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებს შეზღუდვები, თუმცა მხოლოდ მოხმარების შემცირებამ დეფიციტის საკითხი ვერ მოხსნა და შესაბამისად, სერიოზული საფრთხე შეექმნა ჩვენი თანამოქალაქეების ელექტროენერგიით უზრუნველყოფას ამ ტერიტორიაზე. შექმნილი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის და მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით მოკლევადიან და ოპერატიულ გზად მიჩნეულ იქნა რუსეთის ფედერაციიდან დამატებითი მოცულობების შემოტანა, რითაც შექმნილი ვითარება გარკვეულწილად დარეგულირდა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემის კომპლექსურად გადაწყვეტის საკითხი გაცილებით რთულია და გრძელვადიან პერიოდში საფუძვლიან მუშაობას საჭიროებს”, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ერთნაირად იზრუნოს თითოეულ მოქალაქეზე.

“აფხაზეთის ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება, მაგრამ საქართველო, საერთაშიროსო სამართალი და საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებს განვიხილავთ როგორც ერთიანი სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილს და შესაბამისად, მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ერთნაირად იზრუნოს თითოეულ მოქალაქეზე. ეს არის ჩვენი კეთილი ნება და მყარი პოზიცია”, – განაცხადა კალაძემ.

(Visited 19 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*