ირაკლი ზარქუაეკონომიკის ექსპერტ ირაკლი ზარქუას განცხადებით, „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა „არჩევანში“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ ბევრი კითხვა პასუხგაუცმელი დატოვა.
ზარქუამ „პირველ პრესკლუბში“ საუბრისას ეროვნული ბანკისა და მისი ხელმძღვანელის, გიორგი ქადაგიძის მუშაობა ნეგატიურად შეაფასა და განაცხადა, რომ სპეციალურმა სამსახურებმა უნდა მოახდინონ ადეკვატური რეაგირება, რათა ქადაგიძეს ქვეყნიდან გასვლის საშუალება არ მიეცეს, მანამ, სანამ, არსებულ კითხვებს არ უპასუხებს.
„თვალყურს ვადევდებდი მასკარადს, რომელიც „რუსთავი2“-ზე გუშინ დაიდგა. სააკაშვილის ტელევიზია ცდილობდა, რომ „გაეპრავებინა“ ქადაგიძის მოღვაწეობა. მის მოხსენებაში იყო ბევრი არასწორი ინფორმაცია, ბევრი მცდელობა, რომ აეცილებინა კითხვები. ექსპერტთა ნაწილში აქტიურობდა მიხეილ დუნდუა, რომელიც ყველაზე ობიექტურ კითხვებს სვამდა. ბუნებრივა, ქადაგიძე აიცილებდა კითხვებს, რადგან მისთვის უხერხული იყო პასუხის გაცემა. თუ იქნება სწორი და ადეკვატური რეაგირება სპეციალური სამსახურების მხრიდან, ქადაგიძეს აღარ უნდა მიეცეს უფლება, რომ პასუხგაუცემელ კითხვებს არ უპასუხოს”,- განმარტა ზარქუამ.
ექსპერტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად, კობა გვენეტაძის დანიშვნასაც გამოეხმაურა  და განმარტა, რომ გვენეტაძე კარგი ეკონომისტი და ფინანსისტია, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს აუცილებლად შეასრულებს.
„ბატონ გვენეტაძეზე მსმენია, რომ ის ძალიან კარგი ეკონომისტი და ფინანსისტია, მას კარგი სახელი აქვს ქვეყანაში, ამიტომ ვთვლი, რომ ის იქნება პირი, რომელიც შეასრულებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს“,- განაცხადა ექსპერტმა.
(Visited 19 times, 1 visits today)

კომენტარები