kviri

საქართველოს პრემიერ-მინისტრ – გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე გაიმართა.

არსებული ინფორმაციით, სხდომაზე ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების გეგმა, დამწყები ბიზნესის დაფინანსების ხელშეწყობის პროგრამა და 2016 წელს რეგიონებში განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს.

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაჩქარების გეგმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა წარადგინა.

გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი პროექტირებისა და მშენებლობის ვადები, რათა სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობა მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა დასრულდეს.

ასევე, სხდომაზე აღინიშნა, რომ უკვე ყალიბდება ე.წ სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამის კონკრეტული კრიტერიუმები და დაფინანსების პროცედურები, რის შემდეგაც პროექტს მთავრობა განიხილავს. პროგრამა საქართველოში ახალი ბიზნესპროექტებისა და მეწარმეობის სულისკვეთების განვითარებას ისახავს მიზნად.

2016 წელს რეგიონებში განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმაზე ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ისაუბრა. მიხეილ გიორგაძის ინფორმაციით, რეგიონებში მოეწყობა ღია საკონცერტო სივრცეები და ჩატარდება, როგორც კონცერტები და თეატრალური წარმოდგენები, ისე – სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები, რომლებშიც, ქართველ მომღერლებთან ერთად, უცხოელი შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიებები რეგიონებში გაზაფხულიდან დაიწყება და მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.

ნატალია ჯალაღონია

(Visited 6 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*