ჯონ ჰოლმსი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – მიხეილ ჯანელიძე და მინისტრის პირველი მოადგილე – დავით ზალკალიანი საქართველოში კანადის ელჩთს ჯონ ჰოლმსს შეხვდნენ.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის   პოლიტიკური, ეკონომიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების, განათლების, კულტურის და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით არსებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უმაღლესი და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების და შეხვედრების განხორციელების მნიშვნელობას, საქართველოსა და კანადას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერებას.

მინისტრმა კანადის ელჩს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგისა და პრიორიტეტების თაობაზე, ასევე, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები.

მოგვიანებით კი  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე დავით ზალკალიანი შეხვდა კანადის ელჩს.

საუბარი შეეხო საქართველოს როლს რეგიონულ ეკონომიკურ და სატრანსპორტო პროექტების განხორციელებაში, ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოსა და შესაძლებლობებს. აღინიშნა მიმდინარე წელს დაგეგმილ ,,თბილისის აბრეშუმის გზის” ფორუმზე კანადური მხარის მონაწილეობის მნიშვნელობა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის პოლიტიკური მხარდაჭერისა და ხელშესახები შედეგების მიღების უზრუნველყოფის მიზნით პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრებზე განიხილეს შესაძლო პროექტები თავდაცვის, განათლებისა და ჰუმანიტარულ სფეროებში და შეთანხმდნენ მათი რეალიზაციის მიზნით აქტიურ თანამშრომლობაზე.

კანადის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კანადის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული რეფორმების მიმართ.

ნატალია ჯალაღონია

(Visited 41 times, 1 visits today)

კომენტარები