რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას შეხვდა.
როგორც პუტინმა განაცხადა, ორმხრივი ურთიერთობა ყველა მიმართულებით ვითარდება, მათ შორის ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში.
,,ზედმეტია საუბარი ჩვენი ურთიერთობის განსაკუთრებულ ხასიათზე. ეს ურთიერთობა ვითარდება. ალბათ არის საკითხები, რომელიც ცალკე განხილვას საჭიროებს”, – განაცხადა პუტინმა.
რაულ ხაჯიმბამ კი აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობის განვითარება ინტენსიურ ხასიათს უნდა ატარებდეს.
ნატალია ჯალაღონია