2019 წლიდან საქართველოს მუნიციპალიტეტები და მოსახლეობა მყარი ნარჩენების განცალკევებაის სისტემაზე გადავა. არსებული ინფორმაციით, ამისთვის რეგიონებში თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელები შეიქმნება, რომელსაც დაუკავშირდება ყველა რეგიონი. ამ ადგილზე გამოირჩევა ნედლეული და გადასამუშავებლად გაიგზავნება.
ამის შესახებ ინფორმაციას ,,ბიზნესკონტაქტი” ავრცელებს, რომელსაც საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი შუხოშვილი ესაუბრა.
აუკვე შემუშავებულია მყარი ნარჩენების განცალკევება-გადამუშავებასთან დაკავშირებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებები და სამოქმედო გეგმა.
,,ერთიანი შეგროვების სისტემის ამოქმედების შემდეგ, გადამუშავების მხრივ, კერძო სექტორის მხრიდან დიდ დაინტერესებას ველოდებით”, – აცხადებს გიორგი შუხოშვილი.
ნატალია ჯალაღონია