umberto eco

ცნობილი იტალიელი მწერალი, კულტუროლოგი, სემიოტიკოსი  და ფილოსოფოსი – უმბერტო ეკო 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ოჯახის წევრები იტყობინებიან, მწერალი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

უმბერტო ეკო არაერთი ცნობილი ნაწარმოების ავტორია, თუმცა მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობთ ,,ვარდის სახელი” სარგებლობს, რომელიც ბესტსელერების სიაში საპატიო პოზიციას დღემდე ინარჩუნებს.

უმბერტო ეკო 1932 წელს ჩრდილოეთ იტალიაში, ალესანდრიაში დაიბადა. 1980 წელს მან კომუნიკაციების დეპარტამენტი დააარსა სან მარინოს უნივერსიტეტში. მწერალმა 1962 წელს იქორწინა რენატე რამგეზე. მათ ქალ-ვაჟი ჰყავთ.

ნატალია ჯალაღონია

(Visited 19 times, 1 visits today)

კომენტარები