giorgi lobjanidze „ცოცხალი წიგნები“ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე  გრძელდება და ამჯერად, პროექტის ფარგლებში,  22 თებერვალს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის  თეატრის სარდაფის სცენა პოეტსა და მთარგმნელს გიორგი ლობჟანიძეს დაეთმობა. 

პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებულია და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრთან თანამშრომლობის საფუძველზე, მკითხველებს საშუალება აქვთ თავიანთ საყვარელ მწერლებს  ნიღბის, გრიმისა და დეკორაციის გარეშე შეხვდნენ.

მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, 20 :00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს უმასპინძლებს, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონოსპექტაკლის სახით გააცნობენ.

ბილეთის ფასი 7 ლარია. მისი შეძენა მსურველებს სპექტაკლამდე 10 დღით ადრე მარჯანიშვილის თეატრის სალაროში და ასევე, biletebi.ge – ზე შეუძლიათ.

მონო-სპექტაკლებზე დასწრება სტუდენტებისთვის თავისუფალია.

ნატალია ჯალაღონია

(Visited 94 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*