cyclone

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ფიჯიზე ციკლონს დაახლოებით 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

,,სი ენ ენის” ინფორმაციით. სკოლებში სწავლა 1 კვირით შეწყდა.  ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოსახლეობა შოკირებულია.

ციკლონის გამო ფიჯის მიმართულებით არაერთი ავიარეისი გაუქმდა, თუმცა, ცოტა ხნის წინ ავიამიმოსვლა აღდგა. შედეგად უცხოული ტურისტები ქვეყანას ტოვებენ. დაზარალებული მოსახლეობისთვის კი ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა მოხერხდა.
ციკლონი ფიჯის შაბათს საღამოს მიუახლოვდა. ქარის სიჩქარემ საათში 320 კილომეტრი შეადგინა. ციკლონმა ძლიერი წვიმაც გამოიწვია, ტალღების სიმაღლე კი 12 მეტრამდე გაიზარდა. სტიქიის გამო სკოლებში სასწავლო პროცესი ერთი კვირით შეჩერდა. მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც ერთ თვეს გაგრძელდება. სინოპტიკოსები კუნძულზე ციკლონის შესუსტებას სამშაბათს ან ოთხშაბათს ელოდებიან.

ხელისუფლება მოსახლეობას სთხოვს, რომ ამ დრომდე მაინც სახლში დარჩნენ და გარეთ გამოსვლას მოერიდონ.

ნატალია ჯალაღონია

(Visited 40 times, 1 visits today)

კომენტარები