Boxes of ammunition are seen inside a Russian aircraft at the International Kabul Airport, Afghanistan

საინფორმაციო სააგენტო ,,როიტერი” ავრცელებს ინფორმაცას, რომ რუსეთმა ავღანეთს 10 000 კალაშნიკოვის ავტომატი აჩუქა. ,,ეს საჩუქარი ორ ერს შორის არსებულ მჭიდრო კავშირზე მიუთითებს. ეს შემოწირულობა, ავღანეთის არსებობის გადამწყვეტ პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანია” – განაცხადა ავღანეთის  ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ხანიფ ატმარმა. მისი თქმით, ავტომატების და პატრონების გადაცემა რუსეთ-ავღანეთს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მოხდა. როგორც რუსეთის ელჩი ავღანეთში -ალექსანდრე მანტიტსკი ამბობს, რუსეთის სურვილია, დაეხმაროს ავღანეთს ისეთი პრობლემების მოგვარებაში, როგორიცაა ტერორიზმი და ე.წ. შავი პროდუქციით ვაჭრობა.

რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები ამერიკას ღიად აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მათ კავშირი აქვთ როგორც ქაბულის ხელისუფლებასთან, აგრეთვე ტალიბანთან.

ნატალია ჯალაღონია

(Visited 14 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*