მაღაროელებს მიმდინარე წლის 1-ელ იანვრამდე არსებული საგადასახადო შეღავათები შეუნარჩუნდებათ -შესაბამისი კანონპროექტი მომზადებულია და პარლამენტში განსახილველად უახლოეს მომავალში შევა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტყიბულში მაღაროელების გაფიცვის საკითხით დაინტერესდა. მან ინფორმაციის მიწოდება ჯანდაცვისა და ფინანსთამინისტრებს სთხოვა.
„ჩვენ მოვამზადეთ გარკვეული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაცმიმდინარე წლის 1-ელ იანვრამდე ჰქონდათ საგადასახადო შეღავათები, უპირველეს ყოვლისა, ეს შეეხებამაღაროელებს, შეღავათები შეუნარჩუნდებათ. ამ შეღავათების მოქმედება გაგრძელდება. ჩვენ ამის თაობაზეგვაქვს კონსულტაციები საქართველოს პარლამენტთან და აღნიშნული კანონპროექტი უახლოეს მომავალშიიქნება ინიცირებული”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განმარტებით, ტყიბულისმაღაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არის შრომითი დავა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ სამინისტროს მხრიდან მოლაპარაკებების და მედიაციის გზით, შესაძლებელი გახდება საკითხისდარეგულირება.
“ტყიბულის მაღაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცალსახად არის შრომითი დავა. ეს არ არისკავშირში რაიმე სხვა პროცესებთან. ჯანდაცვის სამინისტრო პირველი დღეებიდან არის ჩართული ამ შრომითდავაში. ეს კანონით მონიჭებული მოვალეობაა. ჩვენი მიმდინარე ანალიზით, მიუხედავად იმისა, რომმოლაპარაკება მარტივად არ მიმდინარეობს, ის მაინც რჩება შრომითი დავის ფარგლებში. მე ვფიქრობ,უახლოესი დღეები გვაჩვენებს პროგრესს, როდესაც მოლაპარაკების და ჩვენის მხრიდან მედიაციის გზითშესაძლებელი იქნება ყველა საკვანძო საკითხის დარეგულირება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.