კულტურაკულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება „ფენიქსის“  შესახებ. ღონისძიებას კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარე ზურაბ წერეთელი და ფესტივალის ორგანიზატორი ლადო ბურდული გაუძღვებიან.

კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება „ფენიქსის“ საზეიმო ცერემონია 4 მარტს, „თბილისი ივენთ ჰოლში“ გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

ყოველწლიურად „ფენიქსი“ საუკეთესო არტისტებსა და ჯგუფებს  6 ნომინაციაში ავლენს  – საუკეთესო სიმღერა, საუკეთესო ვიდეო, დებიუტი, წლის არტისტი/ჯგუფი, განვითარებისთვის, ფენიქსის გმირი.

კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება „ფენიქსი“ უკევ მე-5 წელია ტარდება. ინტერნეტ პროექტის მიზანია მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს ინტერნეტ რესურსები და შექმნას სივრცე, სადაც კავკასიის რეგიონში მცხოვრები მუსიკოსები გაერთიანდებიან. „ფენიქსი“ 1995 წლის კავკასიის როკ-ფესტივალებიდან იღებს სათავეს.

ფესტივალის მეშვეობით უკვე შეიქმნა კავკასიის მასშტაბით არსებული სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფის მონაცემთა ბაზა – phoenix.org.   დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ  თანამედროვე მუსიკის სფეროში მიმდინარე საინტერესო პროცესებს, ახალ ჯგუფებსა და მათ პროდუქტს.

 

(Visited 5 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*