უშიშროების საბჭპსაქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო 27 თებერვალს სხდომას გამართავს. საბჭოს აპარატის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ჩანიშნული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა.

“სხდომის მომხსენებლები იქნებიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი; საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე.

“ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს სამხედრო ძალების სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამხედრო ძალების სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები”, – აცხადებენ უშიშროების საბჭოში.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.

(Visited 5 times, 1 visits today)

კომენტარები