mistake

მსოფლიოს უმსხვილესი სამაუწყებლო კორპორაცია ,,ბი ბი სი” ავრცელეს ცნობას, რომ ეგვიპტის სასამართლოდ 4 წლის ბიჭს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. როგორც აღმოჩნდა, სასამართლომ შეცდომა დაუშვა, ამის მიზეზი კი ის აღმოჩნდა, რომ  სინამდვილეში  მსგავსი სახელისა და გვარის მქონე 16 წლის ბიჭი უნდა გაესამართლებინათ.

4 წლის  აჰმედ მანსურ კურანი შარარა 115 ბრალდებლთან ერთად გასამართლებული იყო იმ არეულობების გამო, რომელიც ,,მუსლიმთა საძმოს” მომხრეებმა 2014 წელს მოაწყვეს. როგორც სასამართლოში განმარტეს, 16 წლის ბიჭის ნაცვლად აჰმედ მანსურ კურანი ალი გაასამართლეს.

მცირეწლოვანის ადვოკატების თქმით, სასამართლოში მომუშავეებმა არ ჩახედეს ბავშვის დაბადების თარიღს და შესაბამისად, მოსამართლე არ იყო საქმის კურსში, რომ საქმე 4 წლის ბავშვს ეხებოდა.

რაც შეეხება ნამდვილ დამნაშავეს, იგი მკვლელობის, თავდასხმისა და სხვა დანაშაულებებისთვის გაასამართლეს.

ეგვიპტური სასამართლო უკვე მერამდენედ ხდება კრიტიკის საგანი. 2014 წელს გაერომ ეგვიპტე გააფრთხილა, რომ  საერთაშორისო იურიდიული ნორმებითა და გარანტიებით ეხელმძღვანელა.

ნატალია ჯალაღონია

 

(Visited 7 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*