sporti25 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში „სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა დადაფინანსების საბჭოს” მიერ აღიარებულ სპორტულ ორგანიზაციებთან და ფედერაციებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც 50-მდე ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მინისტრის მოადგილე შალვაგოგოლაძემ დამსწრეთ სამინისტროსთან მათი სამომავლო თანამშრომლობის ახალი, თანამედროვე ფორმატი გააცნო,რომელიც გულისხმობს ელექტრონულ რეჟიმში ფინანსური და სხვდასხვა დოკუმენტაციის ოფიციალურადწარმოდგენას და ზოგადად დოკუმენტბრუნვის პროცესის რეგულირებას.

ფედერაციებთნ აღნიშნული ფორმატით თანამშრომლობა სატესტო რეჟიმში მარტის თვიდან დაიწყება, ხოლო 1 აპრილიდან ყველასთვის სავალდებულო გახდება. სპორტულ ორგანიზაციებთან შეხვედრას შალვა გოგოლაძესთანერთად, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და ეროვნულიოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი ესწრებოდნენ.

(Visited 33 times, 1 visits today)

კომენტარები