კვირიკაჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთო-ს ჩართულობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელ გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების აუცილებლობას, ასევე – ეუთოს მონაწილეობას ერგნეთში, ინცინდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებებში.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებაზე.

(Visited 5 times, 1 visits today)

კომენტარები