საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტი უსწრაფესად უნდა იქნას გამოძიებული.
ფიქრია ჩიხრაძის თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის დაჭრის ფაქტი, ქვეყანაში მძიმე კრიმინალურ ვითარებაზე მიანიშნებს.
„ძალიან მძიმეა როსდესაც ისმენ, დღისით მზისით ადამიანს, მოქალაქეს, პოლიტიკოსს ესროლეს რამოდენიმე ტყვია. უპირველესყოვლისა, გვაინტერესებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უსწრაფესად იქნას გამოძიებული ეს საქმე, რადგანაც დღისით მზისით ასეთი დანაშაულის ჩადენა, მიანიშნებს იმაზე, რომ კრიმინალური თვალსაზრისით ამ ქვეყანაში ვითარება არ არის სწორად და კარგად“, – აღნიშნა ჩიხრაძემ “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას.
პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველის განმარტებით, ამ ეტაპზე მოტივზე უფრო საინტერესეოა გაირკვეს, თუ რა მოხდა სინამდვილეში და ვინ იყვნენ ისინი, რომლებმაც ალექსი პეტრიაშვილი დაჭრეს.