iusticiis-saministro1_1იუსტიციის სასწავლო ცენტრში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები დასრულდა. სამთავრობო

კომისიამ გასაუბრების შედეგად, ქულათა ჯამით, ხუთი კანდიდატი შეარჩია:  ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე.  სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლის კანდიდატურებთან გასაუბრებას, მთელი დღის განმავლობაში  სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისია ატარებდა. კომისიის 11-მა წევრმა 11 კანდიდატი შეაფასა. მეთორმეტე კანდიდატმა ნინო პეპანაშვილმა საკუთარი კანდიდატურა გასაუბრების დღეს მოხსნა. დღის ბოლოს, კომისიის წევრთა შეფასებები, მათივე თანდასწრებით დაჯამდა და ყველაზე მაღალი ქულების მქონე კანდიდატთა ხუთეული შედგა, რომელიც მთავრობას წარედგინება. სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრები არიან: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილეხათუნა თოთლაძე ; საქართველოს მთავრობისსაპარლამენტო მდივანი შალვათადუმაძე; საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე;საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკაბესელია;  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე;  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე  მზია თოდუა;საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი;  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ზაზა ხატიაშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლიბურდული; კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ წარმომადგენელი ანანაცვლიშვილი. აღსანიშნავია, რომ კომისია იმ 11 კანდიდატს გაესაუბრა, რომლებმაც შერჩევის წინა ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს. გასაუბრების შედეგად შერჩეული ხუთი კანდიდატიდან მთავრობა სამ კანდიდატს შეარჩევს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარსადგენად. გასაუბრებამდე მოსამართლეობის მსურველებმა უკვე გაიარეს შერჩევის 2 ეტაპი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოთქვა, რომელთაგან 13 კანდიდატი შეირჩა წარმოდგენილი საბუთების მიხედვით. მათ ჩაუტარდათ ტესტირება ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ოფიციალური ენის (ინგლისური ან ფრანგული) ცოდნის დონის შესამოწმებლად. ტესტირებაზე გამოცხადებული 12 პრეტენდენტიდან კომპეტენციის საჭირო ზღვარი ყველა მათგანმა გადალახა. მთავრობის მიერ დამტკიცებული 3 კანდიდატიდან ერთ-ერთს ევროპის საბჭო 2016 წლის შემოდგომაზე აირჩევს.

(Visited 29 times, 1 visits today)

კომენტარები