სოციალური ქსელები, რომ უფრო და უფრო ღრმად იჭრება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამას საზოგადოების უმრავლესობა ცალსახად აღიარებს. ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, კერძო, თუ საჯარო სექტორის წარმომადგენლები, საკუთარ „ტრიბუნად“  ყველაზე ხშირად „ფეისბუქის კედელს“ იყენებენ.

სოციალური ქსელის ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, რომ საკუთარი აზრი საჯაროდ დააფიქსიროს და ამისთვის მას არავინ გაკიცხავს, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც მომხმარებელი  ჟურნალისტია? აქვს თუ არა უფლება, წინასწარ ამცნოს საზოგადოებას საკუთარი პოლიტიკური გემოვნების, რელიგიური, სექსუალური შეხედულებისა თუ სხვა ღირებულებების შესახებ?

მსოფლიოში არ არსებობს  სტანდარტი ჟურნალისტებისთვის სოციალურ სივრცეში მოქცევასთან ან მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით. მედიაორგანიზაციები ინდივიდუალურად ადგენენ  წესებსა და ვალდებულებებს, რომელთაც უნდა დაემორჩილოს  მათი ნებისმიერი  ჟურნალისტი.

2011 წელს „CNN-ის“  ჟურნალისტმა ოქტავია ნასრიმ მწუხარება გამოთქვა „ჰესბოლას“ ერთ-ერთი ლიდერის,  მოჰამად ჰუსეინ ფადლალას  სიკვდილთან დაკავშირებით და ასეთი სახის „პოსტი“ გამოაქვეყნა:

333

დამწუხრებული ვარ მოჰამად ჰუსეინ ფადლალას გარდაცვალების გამო. „ჰესბოლასერთერთი ყველაზე დიდი ლიდერის,ვისაც მე პატივს ვცემდი.“

მიუხედავად იმისა, რომ ლიბანელი ჟურნალისტი 20 წლის განმავლობაში მუშაობდა „CNN-ში“,  არხის ხელმძღვანელობამ ამ პოსტის გამო საჭიროდ ჩათვალა, რომ ოქტავია ნასრი გაეთავისუფლებინა თანამდებობიდან.

Washington Post ითვლება, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემაა.ჟურნალისტების ღირებულებებისა და ვალდებულებების შესახებ მითითებული აქვს:

“Washington Post –ის ჟურნალისტი ყველგან Washington Post –ის ჟურნალისტია.“  მას არ აქვს უფლება სოციალური ქსელების მეშვეობით ღიად დააფიქსიროს პირადი შეხედულებები.

5555ქართულ მედიასივრცეში სოციალურ ქსელებში მოქცევასთან დაკავშირებით რეგულაციები იშვიათად გვხვდება. ყველაზე ხშირად ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის, ან ჟურნალისტისთვითცენზურითხდება განსაზღვრა. არის შემთხვევები, როდესაც მფლობელსა და დაქირავებულ ჟურნალისტს შორის არსებობს სიტყვიერი შეთანხმება.

იმის გამო, რომ სოციალურ ქსელებში არ ხდება ჟურნალისტთა ქცევის რეგულირება, ან არსებობს რეგულაციის პრაქტიკაში გამოყენების ფაქტები, ჟურნალისტისთვის რთული ხდება, წინასწარ განსაზღვროს რა შემთხვევაში მოეთხოვება პასუხი საკუთარ ნათქვამზე და რა სახის სანქცია დაუწესდება.

2011 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი ჟურნალისტი გათავისუფლებულ იქნა „ფეისბუქში“  მათ მიერ დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო რელიგიური ჯგუფებისა და სექსუალური უმცირესობების მიმართ. საავტორო გადაცემის წამყვანმა, ვახო სანაიამ მათ განუცხადა, რომ არ სურდა მათთან ერთად მუშაობის გაგრძელება. (წყარო: netgazeti.ge)

netgazeti.ge-ის თანამშრომლებს საკუთარი მოსაზრებების სოციალურ მედიასა და სხვა საჯარო სივრცეში კატეგორიულად ეკრძალებათ. დარღვევის შემთხვევაში ისინი მიიღებენ ჯერ შენიშვნას, შემდეგ გაფრთხილებას, საბოლოოდ კი დათხოვნილ იქნებიან სამსახურიდან.

სოციალურ ქსელებში ჟურნალისტთა უფლებებსა და ვალდებულებებზე „თბილისი თაიმსი“ მედიაექსპერტ ია ანთაძეს ესაუბრა. იზღუდება თუ არა ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლება სოციალურ ქსელებში მოქცევასთან დაკავშირებით რეგულაციების ამოქმედებით, როგორ უნდა იქნეს დაცული ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები სოციალურ ქსელებში?

ია ანთაძეჟურნალისტთაგარკვეული ნაწილი ამბობს, რომ სოციალური ქსელები არის პირადი სივრცე და მათ უფლება აქვს  საკუთარი მოსაზრებები თამამად დააფიქსირონ.როგორფიქრობთ, ვის წარმოადგენს სოციალურ ქსელებში ჟურნალისტი მედიაორგანიზაციას, რომელშიც მუშაობს, თუ მხოლოდ საკუთარ თავს?

– თავის პირად გვერდზე ჟურნალისტი წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავსა და მოსაზრებებს,მაგრამ იმის გამო, რომ სოციალურ ქსელში არ არის ადამიანების კონფიდენციალურობა დაცული, მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ  პირადი გვერდი ამავდროულად არის საჯარო სივრცეცხადია, ინფორმაცია, რომელიც არ გსურს, გახდეს საჯარო, სოციალურ ქსელში არ უნდა გამოაქვეყნოს. მასალა, რომელიც სოციალურ ქსელში იდება ნებისმიერი ადამიანისთვის შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი.

არსებობს მოსაზრება,რომ  მაყურებლის მხრიდან ჟურნალისტის მიმართ ნდობის ხარისხი მცირდება მაშინ, როდესაც  წინასწარ ინფორმირებულია მისი პოლიტიკური გემოვნების შესახებ. რამდენად სწორია როდესაც ჟურნალისტები თავიანთ დამოკიდებულებას პოლიტიკოსი რესპონდენტების მიმართ საჯაროდ გამოხატავენ?

– ვერ წარმომიდგენია, აქტიურ  ჟურნალისტს საკუთარი შეხედულებები არ ჰქონდეს თავის ქვეყნის განვითარების გზებსა და პოლიტიკურ ძალებზე, მაგრამ არსებობენ ჟურნალისტები, რომლებიც საკუთარი აზრების მიუხედავად ინარჩუნებენ მიუკერძოებლობას ჟურნალისტური პროდუქტის შექმნის პროცესში. უნდა ითქვას, რომ არსებობს მეორე ტიპის ჟურნალისტიკა, როდესაც ჟურნალისტებს მედიაორგანიზაციის მფლობელებისგან აქვთ ნებართვა, საზოგადოების წინაშე ღიად გამოხატონ საკუთარი პოლიტიკური სიმპათიებითუ ისეთი ჟურნალისტი, რომელიც საზოგადოებას პოლიტიკურ შეხედულებებს არ უმალავს და ამავდროულად  იცავს თამაშის წესებს, (არის კრიტიკული იმ პარტიის მიმართ,რომელსაც ემხრობა, უსვამს მკაცრ კითხვას და სწორედ მის საქმიანობაში ეძებს სუსტ რგოლებს)  მაშინ  ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მის მიმართ ნდობა იქნება მაღალი. თუ ჟურნალისტი ასე არ იქცევა,არ იცავს ამ წესებს, მაშინ მის მიმართ სანდოობა მექანიკურად მცირდება.

მედია არ უნდა გადაიქცეს პროპაგანდის იარაღადპირიქით, ამ პარტიის შეცდომების  ყველაზე მკაცრ  მიმთითებლად უნდა გადაიქცეს.  „რუსთავი 2-რომ მოჰყავდესნაციონალური მოძრაობადა უსვამდეს საჭირო კითხვებს, მაშინ მათ მიმართ ნდობის ხარისხი იქნებოდა მაღალიროდესაც გარკვეული პარტიები ხედავენ, სხვები სათათბურე პირობებშია და ისინი კიკედელთან მიყენებული,აღარ თანხმდებიან ამ არხის ჟურნალისტებს რესპონდენტობაზე. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არ გვყოლია მედია, რომელიც თან რომელიმე პარტიასთან ასოცირდებოდეს და თან იცავდეს თამაშის წესებს.

ხშირად არაპოლიტიკური გადაცემის წამყვანებს არგუმენტად მოჰყავთ, რომ მათი რესპონდენტები არ არიან ამ სფეროს წამომადგენლები, შესაბამისად თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ დაფიქსირების უფლება აქვთ. როგორია თქვენი მოსაზრება გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

– ჟურნალსიტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მას შეუძლია ყველაფერი თქვას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ისეთი, რასაც ის ღიად ასახავდა თავის მედიასაშუალებაში. ის, რასაც ჟურნალისტი არ იტყვის საჯაროდ, არც თავის პირად გვერდზე არ უნდა დაწეროს. თუ მოსაზრება არის მარგინალური, დისკრიმინაციული, ჰომოფობიური და ა.შ. მედიაორგანიზაციაში, ალბათ, პასუხს მოსთხოვენ და ვეღარ იმართლებს თავს, რომ მისი „კედელია“ და ამიტომ დაწერა.  ფეისბუქის კედელზე“  უნდა დაწერო ის, რისი თქმა შესაძლებელია ეთერში და რისი დაწერაც დასაშვებია პრესის ფურცლებზე  ეს არის მთავარი კრიტერიუმი.

რა რეკომენდაციას მისცემდით  მედიაბაზარზე არსებულ ორგანიზაციებს უნდა დაწესდეს რეგულაცია სოციალურ ქსელებში მოქცევასთან დაკავშირებით, თუ ენდონ მათ მიერ დაქირავებული ჟურნალისტებისთვითცენზურას“?

– არავითარი რეგულაციის მომხრე არ ვარ!! არსებობს ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტია და თუ ჟურნალისტს სურს, იყოს პროფესიონალი, მან ქარტიის პრინციპები უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერ მასალაში. მეც დამიწერია „ფეისბუქზე“ ისეთი სტატუსი, რომელიც შემდგომ მინანია. ჩემთვის სულერთიაფეისბუქისგვერდია თურადიოთავისუფლების“, რადგან რასაცრადიოთავისუფლებისგვერდებზე არ დავწერ, იმას არც სტატუსად არ გამოვაქვეყნებ. ვთვლი,რომ მედიამფლობელებს უფლება აქვთ შიდარეგულაციები ჰქონდეთ, ხოლო  ჟურნალისტი, რომელიც არ ემხრობა მის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, არც იმუშავებს, ასეთი გარემოში.

რა სახის სანქციები უნდა დაწესდეს ჟურნალისტისთვის, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით აფიქსირებს საკუთარ პოლიტიკურ, რელიგიურ, სექსუალურ თუ სხვა შეხედულებებს და ცდილობს გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე?

– თუ მედიამფლობელსა და ჟურნალისტს შორის არსებობს შეთანხმება და გარკვეული წესები, იმავე წესების ფარგლებში შეიძლება დაწესდეს სანქციები, რაც ნიშნავს იმას, რომ  ეს პროცესი  ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს. სანქციები თავიდანვე მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი და ჟურნალისტმა უნდა იცოდეს რა დარღვევის საფუძველზე რა სახის სასჯელს მიიღებს. კორპორაციული წესების თანახმად შეიძლება დასაშვები იყოს პოლიტიკური შეხედულებების გამჟღავნება ან პირიქით, მათი არ გამჟღავნება. ეს სარედაქციო პოლიტიკაა, რომელსაც მხოლოდ მედიაორგანიზაციის მფოლობელი და ჟურნალისტი უნდა წყვეტდეს. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხში რაიმე სახის ჩარევის.

ნანუკა მაღლაკელიძე

 

(Visited 62 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*