1 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
1 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
1 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
1 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
1 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

ქვევრიგაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად ქ. ჟენევაში გაერო-ს ოფისის ეზოში ქართული ქვევრი განთავსდება. ორგანიზაციის იუბილესთან დაკავშირებით საქართველო ჟენევის ოფისს საჩუქრად იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ ქართულ ქვევრს ჩუქნის.

როგოერც “თბილისი თაიმსს” საგარეო უწყებიდან აცნობეს, ქვევრის დადგმის ოფიციალური ცერემონია გაერო-ში 2016 წლის 1 მარტს გაიმართება. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და გაერო-ს ოფისის გენერალური დირექტორი მიმართავენ. ღონისძიების ფარგლებში გაიხსნება მემორიალური დაფა. გაიმართება ქართული ღვინის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია.

ორიგინალი ზომის თიხის ქვევრი ჟენევაში ორგანიზაციის ეზოში სამუდამოდ დაიდებს ბინას. ქვევრი საქართველოში სოფელ მაქათუბანში დამზადდა და მასზე ქართულ და ინგლისურ ენებზე ამოტვიფრულია „საქართველო“, “Georgia”.

ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ქ.ჟენევაში გაერო-ს განყოფილებაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით ტარდება.

(Visited 10 times, 1 visits today)

კომენტარები