davitევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი  დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით ნორვეგიის სამეფოში გაემგზავრა, სადაც 29 თებერვალსა და 1 მარტს დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ბორგე ბრენდესთან, ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ოისთაინ ბოსთან,

ევროპის ეკონომიკური ზონის და ევროკავშირის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივან ელსბეთ ტრონსტადთან და  სტურტინგის (ნორვეგიის პარლამენტი) საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის წევრთან, პარლამენტის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან  მარიტ ნიბაკთან (ლეიბორისტული პარტია).

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართება დისკუსია ნორვეგიის წამყვანი კვლევითი ცენტრის „საერთაშორისო საქმეთა ნორვეგიული ინსტიტუტი (NUPI)” მკვლევარების მონაწილეობით. 

(Visited 5 times, 1 visits today)

კომენტარები