ჯანელიძესაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ქ. ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიისფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს დიდიე ბურჰგალტერს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასა(EFთA) და საქართველოს შორის თავისუფალის ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების წარმატებითდასრულებაზე.

როგორც მინისტრებმა აღნიშნეს ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ასოციაციის წევრ სახელმწიფოებსშორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, რაც თავის მხრივ საქართველოში გაზრდის ევროპისაღნიშნული სახელმწიფოებიდან ინვესტიციების მოცულობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით EFთA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებამნიშვნელოვნად გაზრდის შვეიცარიის კონფედერაციასა და საქართველოს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას.

„შვეიცარიის ბაზარი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი, ეს არის ევროკავშირთან ინტეგრირებული ბაზარი დავაჭრობის მეტი მოცულობა ამ ქვეყანასთან გაზრდის საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ასევე ორმხრივთანამშრომლობას“- განაცხადა მინისტრმა.

შვეიცარიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შვეიცარიის კონფედერაცია მზად არის ყველა საჭირო დახმარებაგაუწიოს ქართულ მხარეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ტექნიკური უზრუნველყოფისთვის.

„მოხარული ვარ, რომ დავასრულეთ მოლაპარაკებები EFთA-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.ეს განამტკიცებს ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს. ახლა მთავარია მისი იმპლემენტაცია, შვეიცარიის კონფედერაციამზად არის დაეხმაროს საქართველოს შეთანხმების განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკური თუ ექსპერტულინაწილით. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ორი ქვეყნის ურთიერთობაში“- განაცხადა დიდიე ბურჰალტერმა.

საქართველოსა და ევროპის თავისუფალ სავაჭრო ასოციაციას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისთაობაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, მხარეები დოკუმენტის ტექსტზე საბოლოოდ შეჯერდნენ, რისშემდეგაც შეთანხმებას ხელი მოეწერება.

შვეიცარიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს ორი ქვეყნისთანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს გაწევრიანებას 2016-2018 წლის პერიოდში, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო ასპარეზზეადამიანის უფლებადა დაცვის საკითხებში.

(Visited 17 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*