hassan-rouhani-1ირანში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება პრეზიდენტ ჰასან რუჰანის მოკავშირეებმა მოიპოვეს. “როიტერის” ცნობით, ხმების 90 პროცენტი უკვე დათვლილია. არჩევნების საბოლოო შედეგები 1-ელ მარტს გახდება ცნობილი.

გასულ კვირას ჩატარებულ არჩევნებში მილიონობით ამომრჩეველმა 290-ადგილიანი პარლამენტი და ექსპერტთა ასამბლეა აირჩია, რომელიც შემდეგ ირანის სულიერ ლიდერს ნიშნავს. ექსპერტთა ასამბლეაშიც 16 ადგილიდან 15 სწორედ რუჰანის მხარდამჭერმა კანდიდატებმა დაიკავეს. აღნიშნული უწყება ირანში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოს წარმოადგენს. ვინაიდან ირანში რეალური ძალაუფლების მქონე პირი არა პრეზიდენტი, არამედ სულიერი ლიდერია.

ამ დროისთვის ამ პოსტს აიათოლა ალი ხამენეი იკავებს, რომელიც 70 წელზე მეტისაა და ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივის. შედეგად მოსალოდნელია, რომ ექსპერტთა ასამბლეას ახალი სულიერი ლიდერის დანიშვნა მომდევნო არჩევნებამდე მოუწიოს.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ჩატარებული არჩევნები ირანში პირველი საპარლამენტო არჩევნები იყო მას შემდედ, რაც თეირანს დასავლეთმა სანქციები შეუწყვიტა.

(Visited 33 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*