კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია სამი მობილური ოპერატორის, „ჯეოსელის“, „მაგთიკომისა“ და „მობიტელისთვის“, მობილური კავშირგაბმულობის სხვა კომპანიებთან თანაბარ რეჟიმში ჩაყენებას აპირებს.

მარეგულირებელი კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ეს ინიციატივა, მობილურ კავშირგაბმულობის ბაზრის მონოპოლიზაციისგან დაცვას ემსახურება.

ხატია ყურაშვილის განმარტებით, არ შეიძლება ბაზარზე, კომპანიის გაძლიერების ხარჯზე, სხვა კომპანიის დისკრიმინაცია მოხდეს.

მარეგულირებელი კომისიის ინიციატივას მობილური ოპერატორების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა – „ჯეოსელისა“ და „მაგთიკომის“ წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ბაზარზე სამი მსხვილი მოთამაშეა, ამიტომაც ბაზრის მონოპოლიზებაზე საუბარი არასერიოზულია.

მათი განმარტებით, მარეგულირებელი კომისიის ინიციატივა, დისკრიმანაციულია.

17.07.13

Please follow and like us: