მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსის მესამე ანგარიში ეხება აზიისა და წყნარი ოკეანეთის ქვეყნებს. რეგიონიდან ხუთი საუკეთესო ქვეყანა, ათეულში ისევ იმ ადგილს იკავებს, რაც გასულ წელს ჰქონდა და სტაბილურად განაგრძობს ეკონომიკური პროცესების მართვას.
ერთი წინადადებით, რომ შევაფასოთ აზიის ქვეყნების უმეტესობა წლიდან წლამდე უფრო მეტ პროგრესს განიცდის, ვიდრე რეგრესს, რაც ჩანს სტატისტიკებსა და ანგარიშშიც. მაგალითისთვის, ლაოსი რომელსაც წლების წინ სიღარიბის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა 140 ქვეყანაში წელს 83-ე ადგილს იკავებს მშპ-ს რაოდენობით. კამბოჯა სიაში 90-ეა, ნეპალი მე-100, ბანგლადეში 107-ე, რეგრესისკენ მიდის მონღოლეთი, რომელმაც 104-ე ადგილი დაიკავა და ბჰუტანი 105-ე ადგილით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსის შედეგები 12 მაჩვენებლის გაერთიანებით დგინდება. გთავაზობთ აზიის კონკურენტუნარიან ქვეყნების ათეულს.
სინგაპური გამორჩეულია არამხოლოდ აზიური სამყაროსთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვისაც. იგი მთლიან რანჟირებაში მეორე, ხოლო აზიურ ქვეყნებში პირველ ადგილს იკავებს. 12-დან შვიდ კატეგორიაში ქვეყანამ უმაღლესი შეფასება მიიღო. ის მოწინავეა შრომითი, ფინანსური, სასაქონლე ბაზრებისა და განათლების სისტემის ეფექტურობით. ვხვდებით საუკეთესო ხარისხის ინფრასტრუქტურას, ეფექტურ ინსტიტუციონალური სისტემასა და მყარ ორგანიზაციულ სტრუქტურას. ერთ-ერთ სისუსტედ თვლიან სამუშაო ადგილებში ქალთა რაოდენობის სიმცირეს.
იაპონია მსოფლიო მასშტაბით მე-6, ხოლო აზიური ქვეყნებში მე-2 ადგილს იკავებს კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით. ქვეყანას, სინგაპურთან შედარებით, დაბალი ქულები აქვს მიღებული კატეგორიაში – ქალთა მონაწილეობა და სამუშაო ძალაში ჩართვა. თუმცა, განვითარებულია ინოვაციებითა და ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით. ქვეყანა მოწინავეა საუკეთესო ინფრასტრუქტურითა და მსოფლიოსში ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით ჯამრთელობის სისტემაში,რაშიც იგულისხმება მოქნილი სადაზღვევო პაკეტები. ფინანსური ბაზარი და მაკროეკონომიკური გარემო განვითარების პროცესშია.
ჰონგ-კონგი მსოფლიო რანჟირებით მე-7, ხოლო აზიის ქვეყნებში მესამე ადგილს იკავებს. „საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანა მსოფლიოში“-ასე ახასიათებენ ეკონომისტები მას. როგორც სინგაპურს მასაც კარგი შედეგები აქვს ფინანსურ და სასაქონლო ბაზრებზე. ტექნოლოგიური განვითარება მას მოწინავეს ხდის სხვა აზიურ ქვეყნებთან შედარებით. ერთ-ერთ სისუსტედ ინსტიტუციონალურ დონესა და ორგანიზაციული სტრუქტურის არასტაბილურობას ასახელებენ.
ტაივანი, ჩინეთი – აზიურ ქვეყნებში მეოთხე, ხოლო გლობალური მაჩვენებლით მე-15 ადგილს იკავებს. 12 კატეგორიიდან მე-11 და მე-17 ადგილებს იკავებს შვიდ მათგანში, ხოლო ხუთში მე-20 ადგილს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გაუმჯობესებულია წინა წლის მაჩვენებელი მაკროეკონომიკურ კატეგორიაში, დაბალანსებულია ბიუჯეტი, იკლებს ვალი და სამუშაო ბაზარი უფრო მოხერხებულია. თუმცა, დანარჩენ კატეგორიებში სერიოზული პრობლემები შეინიშნება.
ახალი ზელანდია წარმატებით მიიწევს წინ. მისთვის ნამდვილად საზეიმოა ის შედეგები, რასაც გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი გვაძლევს. ქვეყანა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 9 საფეხურით მაღლა აიწია და 25-დან მე-16 ადგილზე მოგვევლინა. საუკეთესო ათეულის მაჩვენებელშია შემდეგ კატეგორიებში, როგორიცაა ინსტიტუციონალური მოწყობა, ჯანმრთელობა და განათლება, შრომითი ბაზრის ეფექტურობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სისუსტე ქვეყნისთვის უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების ნაკლებობა ითვლება.
მალაიზია გლობალურ შკალაზე მე-18, ხოლო აზიურ ქვეყნებში მე-6 ადგილს იკავებს. მალაიზიაზე შეიძლება ითქვას, რომ განვითარებულზე მეტად, განვითარებადია. ის ავითარებს იმ პოზიციებს, რომელიც მას ოთხი წლის წინ ჰქონდა. 12 კატეგორიიდან უმეტესობა მათგანში საუკეთესო 50-ეულშია, ხოლო საუკეთესო ათეულში ადგილი მხოლოდ ორი კატეგორიიდან მიიღო: სასაქონლო ბაზრის ეფექტურობა და ფინანსური ბაზრის განვითარება. მალაიზიის სისუსტედ ტექნოლოგიური პროცესების შეფერხება და სამუშაო ძალაში ქალთა მონაწილეობის სიმცირე ითვლება.
ავსტრალიას სერიოზული ვარდნა ჰქონდა 2015 წელს, მსოფლიო შკალაზე 21-ე ადგილი დაიკავა, აზიისა და წყნარი ოკეანეთის ქვეყნებს შორის კი მე-7 ადგილი. ქვეყანა წლიდან წლამდე აუმჯობესებს თავის ერთ-ერთ სუსტ კატეგორიას – სამუშაო ბაზარს. 12 კატეგორიიდან ამ წელს ის საუკეთესო 36 ქვეყანას შორის მოხვდა. საუკეთესო ათეულშია სამი შემდეგი კატეგორიით: ფინანსური ბაზრის განვითარება, ჯანმრთელობა და განათლება.
კორეის რესპუბლიკა მსოფლიოს 15 საუკეთესო მაკროეკონომიკური ქვეყნის რიგში შედის. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება ინოვაციებისა და ინფრასტრუქტურის სექტორში, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური თვალსაზრისით ქვეყანა მნიშვნელოვან პოზიციებზეა. ფინანსური ბაზრის განვითარება, შრომითი ბაზარის ეფექტურობა და ინსტიტუციური მდგომარეობა უმჯობესდება.
საინტერესოა, რომ ამ სიაში ჩინეთი მე-9, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 28-ე ადგილს იკავებს. ექსპერტების აზრით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ქვეყანის მდგომარეობის გაუმჯობესების მთავარი მიზეზი ის ეკონომიკური პროგრესია, რასაც ჩინეთმა ბოლო ათი წლის განმავლობაში მიაღწია. თუ სურს ჩინეთს გაიუმჯობესოს მდგომარეობა ან სტაბილურად გააგრძელოს ამ პოზიციაზე ყოფნა, მან აუცილებელად, ყურადღება უნდა მიაქციოს ფინანსურ ბაზარს და მისი ფუნქციონირების მოქნილობას.
ტაილანდმა ექვსი პოზიციით გააუმჯობესა მდგომარეობა და მსოფლიო შკალაზე 32-ე, ხოლო აზიურ ქვეყნებში მე-10 ადგილი დაიკავა. ქვეყანა ტექნოლოგიური პროგრესისთვის მზადყოფნას განაგრძობს. ძირითადი პრობლემები სახელმწიფო ბიუჯეტსა და ქვეყნის შიდა მდგომარეობას უკავშირდება. კორუფცია, გართულებული ბიუროკრატია და პოლიტიკური არასტაბილურობა ქვეყნის კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორებია.
წყარო: weforum.org
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე