ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს კიდევ ერთმა ბიზნესმენმა მიმართა.

საქმე „დაბი ჯგუფს“ ეხება, რომელის საქმიანობას, 2010 წლიდან გიორგი სეთურიძე წარმართავდა.

თუმცა, როგორც სეთურიძე განმარტავს, მას წინა ხელისუფლების პირობებში, მართვის უფლება ძალადობრივი მეთოდებით ჩამოართვეს.

საერთაშორისო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორმა მთავარი პროკურორის სახელზე განცხადება რამდენიმე თვის წინ შეიტანა. თუმცა, როგორც ის აცხადებს, პროკურატურისგან მის განცხადებას, ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია.

სეთურიძე იმედოვნებს, რომ ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური ამ საქმეს უფრო საფუძვლიანად შეისწვალის.

17.07.13

Please follow and like us: