საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი, “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერ ალექსი პეტრიაშვილს, სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, ელჩი კომენტარს არ აკეთებს.
“კომენტარი არ მაქვს მიმდინარე გამოძიებაზე, შოკში ვიყავით, როდესაც შევიტყვეთ ეს ამბავი. ბატონ ალექსის ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას. მთავრობა არის ძალიან დაინტერესებული ამ საქმის გამოძიებით“,-განაცხადა იან კელიმ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს, რის შედეგადაც მას ორი სასწრაფო ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.