იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩია. მიქაუტაძეს მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა 1 წევრი – ვახტანგ მჭედლიშვილი. მიქაუტაძის კანდიდატურა საბჭოს წევრებს საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ 29 თებერვალს წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური 22 თებერვალს, მას შემდეგ გახდა, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს საქალაქო სასამართლოს კოლეგიების თავმჯდომარეებიც აირჩია. სისხლის სამართლის კოლეგიას გიორგო ებანოიძე უხელმძღვანელებს, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას – სერგო მეთოფიშვილი. საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას რევაზ ნადარაია და შესაბამისად, ადმინისტრაციულ კოლეგიას კვლავ გიორგი მიქაუტაძე უხელმძღვანელებს. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე პროცედურულ დარღვევად შეაფასა ვახტანგ მჭედლიშვილმა ის, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გიორგი ებანოიძის კანდიდატურას კენჭი აღარ უყარა. თავად საბჭოში განმარტეს, რომ მიქაუტაძე უკევ აირჩიეს და კენჭისყრის აუცილებლობა საჭირო აღარ იყო.