ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის ინფორმაციით, “გაზპრომი” თანახმაა, სომხეთში გატარებული ტრანზიტის ძველი პირობები, წლის ბოლომდე ძალაში დატოვოს.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ შეთანხმება მიღწეულია, ახლა მხოლოდ ხელმოწერაა დარჩენილი.
“დარჩა მხოლოდ ხელმოწერა. შეთანხმების შინაარსი არის ის, რომ ჩვენ წელს, ისევ იმ კონტრაქტის ფარგლებში ვრჩებით, რაც წლების წინ იყო. კონტრაქტი ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ ბუნებრივი აირის სახით მივიღებთ გატარებული მოცულობის 10%-ს. თქვენ იცით, რომ ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მათი მხრიდან იყო მოთხოვნა. თუ მომავალ წელს ამაზე იქნება საუბარი, ჩვენ უკვე უფრო მყარი პოზიციებით ვიქნებით”,- განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.