თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუნდენტებსა და უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა.
სტუდენტები თსუ-ს პირველი კორპუსის წინ აქციას მართავდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში სენატის სხდომა დაიწყო, ახალგაზრდებმა სხდომაზე დასწრება გადაწყვეტეს, რისი საშუალებაც არ ეძლეოდათ. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ დაცვის თანამშრომლები და სწორედ ამ დროს მოხდა დაპირისპირება. საქმეში ჩაერთო პოლიციაც.
ახალგაზრდები კანცლერის არჩევნებს აპროტესტებენ. აღნიშნულ თანამდებობაზე კენჭს ერთი კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი იყრის, რომელსაც სტუდენტების ნაწილი უპირისპირდება. ახალგაზრდები გაფრინდაშვილს ზეწოლასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ფარულ თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.