„ადამ ლევაინს მალე ცხოვრებაშიკიდევ ერთი ანგელოზი ეყოლება“,- ამ ფრაზამ უცხოური პრესა სრულიად მოიცვა.
ცნობილი მუსიკალური ჯგუფის, Maroon 5-ის სოლისტი ადამ ლევაინი და „ვიქტორია სეკრეტის“ ანგელოზი, ნამიბიელი მოდელი, ბეატი პრინსლუ პირველ ბავშვს ელოდებიან. ინფორმაციას ამერიკული ჟურნალი PEOPLE ადასტურებს.
მუსიკალური შოუს „ახალი ხმის“ მწვრთნელი 36 წლის ადამი და 26 წლის ბეატი ერთი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს, სანამ თავიანთ ნიშნობის ამბავს საჯაროდ გამოაცხადენდნენ. წყვილი 2013 წელს დაინიშნა. 2014 წელს კი მათ მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში მექსიკაში იქორწინეს.
დიდი დრო არ იყო გასული ახალდაქორწინებულთათვის, როდესაც მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვები აუცილებლად იქნებოდნენ მათს ოჯახში, ხოლო ადამმა ისიც კი იხუმრა, რომ მას ძალიან ბევრი შთამომავალი ეყოლებოდა თავისი ცოლისგან.
„მე მსურს მყავდეს 100 ბავშვი. მე მსურს მყავდეს უფრო მეტი შვილი, ვიდრე საზოგადოებაშია მიღებული,” – განაცხადა ადამ ლევაინმა, რომელიც 2014 წელს დასახელებული იყო, როგორც პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცი.
ნანუკა მაღლაკელიძე