უცხოური მედიის ცნობით, რომში კარაბინიერების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს 37 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც კრიმინალური დაჯგუფების წევრები აღმოჩნდნენ, დაკავებულთა შორის 3 ქალია.
კარაბინიერების ცნობით დაჯგუფების წევრები რომსა და რომის ახლოს მდებარე დასახლებებში ბინების გაქურდვით იყვნენ დაკავებულნი. ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით მეთოდი რომლითაც საკეტების გაღება ხდებოდა არ ტოვებდა არანაირ კვალს საკეტებზე, ეს ე.წ ”ატმიჩკები” საქართველოში მზადდებოდა და იგზავნებოდა იტალიაში.
უცხოური მედიის ცნობით, ბოლო თვეებში ეს უკვე მეორე სპეცოპერაციაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მიერ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ჩატარდა.
19.07.13